სამზადისი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის გრძელდება.
რა ხდება ზღვისპირა ქალაქებში. ბათუმის შემდეგ „მოამბე რეგიონები“ ფოთში იმყოფებოდა. მალთაყვის სანაპირო ზოლი მხოლოდ ნაწილობრივაა კეთილმოწყობილი. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მისი სრულად მოწესრიგების შემდეგ ის უფრო მიმზიდველი იქნება დამსვენებლებისთვის.
როგორ ხვდება ფოთი 2024 წლის ზაფხულის სეზონს, – თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას სიუჟეტი.