კვებეკში „დიდი შვიდიანის“ რიგით 44-ე სამიტი იმართება.
ექვსი ქვეყნის ლიდერს კანადის პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. დიდი შვიდიანის მთავარი თემები კლიმატური ცვლილებები, გენდერული თანასწორობა და სავაჭრო ურთიერთობები იქნება. ამ უკანაკსნელთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და დანარჩენი ექვსი ლიდერის ხედვა რადიკალურად განსხვავდება. ცოტა ხნის წინ კანადაში სამიტზე დასასწრებად დონალდ ტრამპი გაემგზავრა. მან გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, რომ ამ სამიტს რუსეთიც უნდა ესწრებოდეს.
შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს გააძევეს.