პრემიერმა შეაჯამა ორ-დღიანი სამუშაო ვიზიტი ჩინეთში. აუდიენცია შედგა ბენქ ოფ ჩაინა გრუფის თავმჯდომარესთან. მამუკა ბახტაძე ჩინეთში პირველი საერთაშორისო იმპორტის გამოფენას დაესწრო და ვაჭრობისა და ეკონომიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, სხვა ლიდერებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირადად მიიღო, რის შემდეგაც, პრემიერი ფორუმის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგა.
მოამბე