სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ შექმნილ მძიმე ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ისაუბრეს რუსულ აგრესიაზე, ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევებსა და ადამიანების უკანონო დაკავებებზე.