კულტურის მინისტრმა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა. ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და თეატრის ხელშეწყობაზე. დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ ხელი უნდა შეუწყონ ქუთაისის ოპერის სცენაზე იმ ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების დაბრუნებას, ვინც დედაქალაქის თეატრებსა და ორკესტრებში მუშაობენ. ამ მიზნით დაემატება ახალი შტატები და გაიზრდება ანაზღაურება. აღინიშნა, რომ ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტირება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, უკვე შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.