საქართველოს საკანონმდებლო ორგანო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსებს მასპინძლობს.
სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის აპარატების მუშაობის სპეციფიკის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მოხდება.
ღონისძიების ბოლოს, „თბილისის მემორანდუმის“ მიღება იგეგმება, რომელიც პარლამენტის აპარატების ურთიერთთანამშრომლობას ეხება.