სამუშაო პირობების მონიტორინგი

პირველი აგვისტოდან შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მოქმედებას იწყებს.

ხვალიდან ნებისმიერი ობიექტის შემოწმება შესაბამის სამსახურებს გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ, რაც აქამდე არ ხდებოდა. დარღვევების შემთხვევაში ობიექტი დაჯარიმდება. ამავე კანონის მიხედვით, მაღალი რისკის ობიექტებში უნდა მუშაობდნენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები.

მარიამ სეთურიძე გვერთვება დეტალებით.