როგორ აისახება კოვიდ-რეალობა საარჩევნო პროცესზე – სამუშაო ჯგუფი დღეს იმ სტანდარტებისა და რეგულაციების განსახილველად შეიკრიბა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს იმოქმედებს.
როგორც ჩანს, მთელ საარჩევნო პროცესში პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება და თერმოსკრინინგი აქტუალური იქნება. მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნებმა ეპიდემიოლოგიური სურათი არ დაამძიმოს. არჩევნების დღეს მოსალოდნელია სხვა სიახლეებიც. ხვალიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი იმ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლებიც ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება.
მანანა დევაძე დეტალებით.