სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო. ეს მუხლი ქართულ სასამართლოში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაზიარებას გულისხმობს. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბა. შეხვედრას შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფის ფარგლებში, სხვა ჯგუფებიდან განსხვავებით მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დამცველის მოადგილემ. ასევე, სასამართლო ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებმაც.

როგორია კანონმდებლობის მიღების ვადები და რა პოზიციები აქვთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, თეონა მანაგაძემ იცის. დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.