სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, საკითხის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია წარადგინეს.