სამტრედიის დრამატულმა თეატრმა ფოლკლორული თეატრის მეათე საიუბილეო პროექტს უმასპინძლა

სამტრედიის დრამატულმა თეატრმა ფოლკლორული თეატრის “ლილეს” მეათე საიუბილეო პროექტს უმასპინძლა. ქართლოსიანნი ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც კომპოზიტორ გოჩა ჩოგოვაძის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი.

ფოლკლორისა და თანამედროვე ბალეტის სინთეზი მაყურებელს თეატრ “ლილეს” მსახიობებმა წარუდგინეს.