სამთო-სათხილამურო კურორტების წყალმომარაგება

ამ დრომდე შეზღუდვებია ბაკურიანის წყალმომარაგებაში.

დაბის 20%-ს წყალმზიდებით ამარაგებენ. პრობლემურ ზონაში მოხვდა რამდენიმე მსხვილი სასტუმროც, რომელმაც ტურისტულად ყველაზე დატვირთულ პერიოდში არაერთი დამსვენებელი დაკარგა. ტექნიკური სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. საცდელ რეჟიმში უკვე ამუშავდა ალტერნატიული სათავე ნაგებობა, თუმცა პრობლემა ჯერ ისევ არ არის მოგვარებული.

ბაკურიანში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა.