პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. ანკარაში გიორგი გახარია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი.