პრემიერის გადადგომა თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი უკვე დღეს გიორგი კვირიკაშვილის მისამართით შენიშვნებს ღიად გამოთქვამს.
როგორც გუნდში ამბობენ, ექსპრემიერის ნაბიჯი ძირითადად ეკონომიკურ გამოწვევებს უკავშირდება. ვინ გახდება ახალი პრემიერი და ვისზე გააკეთებს მმართველი გუნდი არჩევანს: კახა კალაძე ადასტურებს, რომ მმართველი პარტია კანდიდატურების განსახილველად ხვალ შეიკრიბება. კულუარებში უკვე სახელდებიან სავარაუდო კანდიდატები. მათ შორის მამუკა ბახტაძე, თუმცა ინფორმაცია არაოფიციალურია.