სამთავრობო ცვლილებები

ხელისუფლების შეცვლიდან, პირველად მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო. ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა მცირდება. პარლამენტს 18-ის ნაცვლად  14-ის სამინისტროს დამტკიცება მოუწევს.

ამ ცვლილებისგან სამთავრობო გუნდი ეფექტურ მართვას, ასევე ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას პროგნოზირებს. სტრუქტურულთან ერთად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები და გადადგილებებიცაა. მინისტრთა კაბინეტს ორი ახალი წევრი ჰყავს, ექვსი კი მინისტრის პორტფელს დაემშვიდობა.

მიშა ფეიქრიშვილი თემის დეტალებით.