საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ნაწილის ცვლილებას მმართველი გუნდის წევრები აფასებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი გახარია ძლიერი პოლიტიკოსია და მისი ლიდერობით შესაძლებელია რთული გადაწყვეტილებების მიღება.
თანამდებობიდან წასულ პრემიერ ბახტაძეზე საუბრობს თეა წულუკიანი და მას გამორჩეულ პრემიერად ასახელებს.
გიორგი გახარიას წარმატებებს უსურვებს კახა კალაძე. დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, თბილისისთვის უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი.