სამთავრობო ცლილებები

რატომ შეიცვალა ინფრასტრუქტურის მინისტრი – საკითხი პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.

პარტია „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კორუფციული გარიგებების არსებობით ხსნის, საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტები მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე წარადგინეს. მმართველი გუნდი ამ ბრალდებას აფსურდულს უწოდებს. კორუფციული სკანდალის მიმართულებას არ იზიარებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა პრემიერს აქ კვალიფიციური კადრის შეცვლისთვის აკრიტიკებენ.

ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება, მის ადგილს კი მთავრობის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი იკავებს, რომელიც ახალ უწყებაში უკვე მივიდა.

თამარ წიკლაური განაგრძობს თემაზე საუბარს დეტალებით.