რუსთავის ბაზრობის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში. პირველი ინსტანციის განაჩენს პროკურატურა ასაჩივრებდა და ითხოვდა ჭანტურიას გამტყუნებას მკვლელობაშიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა რუსთავის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარაღის ნაწილში. ჭანტურიას მიმართ იარაღზე 6-წლიან პატიმრობას ბრალდებულის ადვოკატები ასაჩივრებდნენ და ამ ნაწილშიც მის გამართლებას ითხოვდნენ.