მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება სოჭისკენ არის მიპყრობილი, სადაც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
რაზე შეთანხმდა ორი პრეზიდენტი, – სწორედ ამ აუდიენციაზეა დამოკიდებული, განაახლებს თუ არა თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, დაგეგმილი ორი საათის ნაცვლად, 7 საათს გაგრძელდა. სირიაში თურქეთის ოპერაციის შეჩერების ვადის ამოწურვამდე კი 2 საათი რჩება.
ერდოღანისა და პუტინის შეხვედრის დაწყებამდე კრემლმა მოლაპარაკებებს რთული უწოდა, რეგიონში შექმნილ ვითარებას კი უკიდურესად დაძაბული.