ისტორიული შეთანხმების შემდეგ, ურთიერთობების ნორმალიზებას იწყებს ორი ქვეყანა, რომლებსაც ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი ჰქონდათ. ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის მიღწეული გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისრაელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ტერიტორიებზე მისი სუვერენიტეტის გამოცხადებას დროებით აჩერებს. საუბარია პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინასაარჩევნო დაპირებაზე. შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონის შუამავლობით შედგა, მოულოდნელი აღმოჩნდა არამხოლოდ არაბული სამყაროსთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.