სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხმაურება. ტოივო კლაარის „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცეპრემიერთან. შევაფასეთ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. ასევე, გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შეხვედრასთან დაკავშირებით,“ – წერს კლაარი.