სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა ბათუმში
ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.
მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე სამშენებლო ინდუსტრიაში ჩართული 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრა ტრაპიზონის გუბერნატორთან, ისმაილ უსტაოღლუსთან გამართა. მხარეებმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთობის გაღრმავების და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.