სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა ენტონი ბლინკენს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციების ფონზე. სამოქალაქო აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ღია წერილით მიმართეს, ისინი მადლობას უხდიან ბლინკენს იმ ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკა აკეთებს საერთაშორისო მშვიდობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. წერილში ასევე ყურადღებაა გამახვილებული აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველო-ამერიკას შორის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე.