„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარე ვასილ ურუშაძე და აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე, ცესკო-სგან პროტოკოლის მიღებას ითხოვენ, რომელიც კორონავირუსის პირობებში არჩევნების დღეს ამომრჩევლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ურუშაძის განცხადებით, ცესკო-მ უნდა შექმნას გარემო, რათა ამომრჩეველს, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, არჩევნებზე მისვლის შიში არ გაუჩნდეს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება, რომ შექმნას ისეთი გარემო, რომ უმოტივაციო ამომრჩეველმა არჩევანი საკუთრ ჯანმრთელობაზე შეაჩეროს და არ მივიდეს არჩევნებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტება