სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
საქართველოს 13 მოქალაქის იდენტიფიცირება და გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხდა.