ქუთაისში „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა.
ალექსანდრე ელისაშვილმა თავად წარადგინა გუნდი და სამოქმედო გეგმა. აღნიშნა, რომ ქუთაისის ოფისი ღია იქნება ყველა მსურველისთვის, ვისაც არ აშინებს გამოწვევები და სურს, რომ თავად მონაწილეობდეს ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებაში.