„სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წევრები პოლიტიკურ საქმიანობას იწყებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენელი გიორგი გახარიას პარტიაში გადასვლას გეგმავს. ნაწილი კი კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მიზეზი კი, მათი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობა და მათზე განხორციელებული ზეწოლაა.
სუს-ის მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის ფაქტზე მიმდინარეობს, ორგანიზაციის წევრები გამოიკითხნენ. მათი განცხადებით, ეს ორგანიზაციაზე განხორციელებული ზეწოლაა და სწორედ ეს გახდა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი.