თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ფრენები განახლდა და სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, მოსახლეობასაც მოემსახურება. რეისები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით სრულდება.