მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არეულობას თბილისში ყოფილი სახელისუფლებო პარტია გეგმავს, რომელსაც ძალაუფლების დაბრუნება არჩევნების გარეშე ძალადობრივი ფორმებით აქვს გადაწყვეტილი.
მმართველი პარტიის ბრალდებები ოპოზიციისთვის არასერიოზულია და მიმდინარე გამოძიებას სხვა პოლიტიკური პროცესების გადაფარვის მცდელობად აფასებენ. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ფარული მიყურადების ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ქვეყანაში არეულობა უახლოეს პერიოდში, კერძოდ ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა. გათვლა კი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის უარყოფით დასკვნაზე კეთდებოდა. უწყების ცნობით, სწორედ სტატუსზე უარყოფითი პასუხი უნდა გამხდარიყო დესტაბილიზაციის და ხელისუფლების დამხობის საფუძველი.