სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს ჩვენება „კანვას საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა მისცა.
ნინო გოგიბერიძემ სუს-ში გამოკითხვაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, ორგანიზაცია „კანვასს“ ტრენინგები არაერთხელ ჩაუტარებია და საუბარი ყოველთვის პროტესტის არაძალადობრივ მეთოდიკას ეხება. პარალელურად, სუს-ში მიმდინარე გამოძიება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს და მმართველ გუნდს სხვა პოლიტიკური პროცესების გადაფარვაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არეულობა მზადდება და იუესეიდის ორგანიზებით ჩატარებულ სემინარზე განხილული საკითხების გამო განმარტებებს ისევ ამერიკული მხარისგან ელოდება.