სამოალაქო განათელბის პროგრამის, – „მომავლის თაობა,“ – ფარგლებში მოსწავლეებმა მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტები წარადგინეს.
პროექტები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ქალთა უფლებების დაცვა, თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ძალადობის შემცირება სკოლებში. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 230 სკოლაში განხორციელდა. ღონისძიება ამერიკული ორგანიზაცია „პი-ეიჩ ინტერნეიშენალ“-ის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.