სამხრეთ აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები

მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე სამხრეთ აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურების შესახებ საუბრობს. საუბარია სამ პირზე, კაპიტანსა და მის ორ თანაშემწეზე. გამტაცებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გუშინ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაადასტურა. „სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს მათ ტყვეობიდან გამოსახსნელად. სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. „ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან,“– ნათქვამია განცხადებაში.