„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11-ე ბატალიონი და მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული მიემგზავრება.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელების გაცილების ცერემონია გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის დაცვა იქნება. 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული კი, მომავალი 7 თვის განმავლობაში ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარ შტაბბინას დაიცავს. დანაყოფი რეინჯერთა ბატალიონის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. დანაყოფები ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვებიან.