ნატო-ს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობის ამაღლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამხედრო პოლიციის ოცეული გადამზადებას გადის.
პირველი საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება პოლონეთის სამხედრო პოლიციის სპეციალიზებული ქვედანაყოფის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ჩატარდა.
სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ოცეულმა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ლოგისტიკური ტვირთის მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილებისა და დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების მიზნით, უსაფრთხოების ოპერაცია ჩაატარა.