ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება ისრაელსა და პალესტინას შორის 2014 წლის ომის შემდეგ.
ღაზას სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს და ისრაელის საპასუხო საჰაერო დაბომბვებს ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. კონფლიქტის ზონაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების ალბათობა მაღალია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მოქალაქეების გამიზნულად დაბომბვაში ადანაშაულებენ. ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის განეიტრალებას გაერო ცდილობს.
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით ადევნონ თვალი განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების მითითებების შესაბამისად იმოქმედონ.