ბელარუსში საპროტესტო და სოლიდარობის აქციები გრძელდება. გამოსვლების პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსში არეულობის უკან უცხო ქვეყნები დგანან. ლუკაშენკომ ყველა იმ საწარმოს დახურვის ბრძანება გასცა, რომლის თანამშრომლებიც გაფიცულები არიან. ამასთან, ლიეტუვაში წასვლის შემდეგ, კამერებთან პირველად გამოჩნდა ლუკაშენკოს კონკურენტი, სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს. „როიტერის“ ინფორმაციით, ორშაბათს, ციხანოვსკაია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდება.