სამხედრო დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - გამოხმაურება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.
ილჰამ ალიევი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ მმართველობას აკისრებს. თავის მხრივ ნიკოლ ფაშინიანი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის მთავრობას აკისრებს, ამავდროულად სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთის მთავრობას აკრიტიკებს არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერის გამო.