დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლის ფონზე დასავლეთის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგში უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდების საკითხი აქტიურდება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ შეიარაღებით სრულყოფილი მომარაგებაა. კიევი პარტნიორებისგან თითქმის ყოველდღიურად ითხოვს იარაღს, რათა რუსული აგრესია შეაჩეროს და დასახლებული პუნქტები დაიცვას. ცნობილი ხდება, რომ უკრაინა ვაშინგტონისგან და ბერლინისგან სარაკეტო სისტემებს მიიღებს, თუმცა დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნაა, რომ შეიარაღება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული. უკრაინის დაპირებას, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულ რაკეტებს რუსეთში არ გაუშვებს, კრემლი არ ენდობა.