სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დღე

სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დღე მიულოცეს სამხედრო მოსამსახურეებს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

ლევან იზორიამ საჰაერო თავდაცვაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება.

ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა კი ახალ, მეორე ეტაპზე გადადის.

დღესვე, ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებითა და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

ღონისძიება ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა.