მემკვიდრეობა, რომელსაც თბილისის სამხტავრო აკადემიის შენობა წლების განმავლობაში ინახავდა.
ისტორიული ნაგებობის რესტავრაციის დროს კედლების ქვეშ მოქცეული უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტებს მიაგნეს. აღმოჩენა იმ მოლოდინს აჭარბებს, რომელიც რესტავრატორებს ფოტო-არქივზე დაყრდნობით ჰქონდათ. სამხატვრო აკადემიის ავარიული შენობის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.
სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.