სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულია.
უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ვინ რამდენი დაზოგა რამდენიმე სამინისტროს გაუქმების და სხვა უწყებებთან გაერთიანების შედეგად. მანამდე კი დაახლოებითი ციფრების დადგენა „მოამბემ“ კონკრეტული უწყებებიდან მოთხოვნილი მონაცემებით სცადა.
უკვე ცნობილია, რომ სამინისტროებიდან განთავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი ისევ სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმდა. სპეციალისტები რეორგანიზაციის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ – მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომლებიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.