ახალი პროექტი კულტურული დიპლომატიის მხარდასაჭერად.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება. კონკურსში გამარჯვებული ანსამბლები სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებენ. თანხა ქართული ცეკვის და სიმღერის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას მოხმარდება. ქართული დიასპორების მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მოქმედ ორ საგრანტო პროგრამასაც განაგრძობს. ახალგაზრდა ელჩების და დიასპორული ინიციატივების შესარჩევად განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო.