სამი ქვეყნის ერთობლივი წერილი

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ერთობლივი წერილი. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს. ძირითადი გზავნილია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ ამბიციურ პარტნიორებს ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის გზა გაიხსნას. პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაციისთვის. წერილში მხარეები აღნიშნავენ, რომ  საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ აიღეს მტკიცე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური დაახლოების პროცესს.  მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება.

მოამბე