სამეგრელოში აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს. მხარის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა, ომში დაღუპული ბადრი ბერანძის შვილთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანი ემსხვერპლა.