სამეფო სასახლის ბიბლიოთეკის აღდგენა

საუკუნეების შემდეგ თბილისში ოლდენბურგების სასახლის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე ძველ იერსახეს დაიბრუნებს.

მიმდინარეობს სამეფო ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური კოლექციების რესტავრაცია. წიგნთსაცავი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე სასახლის, სადაც დღეს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის მუზეუმია განთავსებული. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს სასახლე საქართველოში ჩამოსულმა გერმანელმა პრინცმა ქართველ მეუღლეს სიყვარულის ნიშნად აუშენა.

მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს, რომელი უძველესი გამოცემებია დაცული ისტორიულ ბიბლიოთეკაში.