თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც სამშობლოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა, ხელოვნების სასახლეში გამოიფინება.
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში საგანგებო სამზადისი დილიდან დაიწყო. სტუმრების მისაღებად გაიშალა წითელი ხალიჩა, სასახლე კი ყვავილებით მოირთო. ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და მეფე თეიმურაზ მეორის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში დღეს იმართება.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია.
საქართველოში პორტრეტი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დაბრუნდა.