აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს. სამედიცინო ჯგუფები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე იმყოფებიან. ადგილზე დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები. პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ადგილზე გაეცნო.