სამედიცინო დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა - რას აცხადებს დედაქალაქის მერი
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაფინასების წესში ცვლილებები შევიდა. კახა კალაძის განცხადებით, წესი რომელიც მერიამ შეიმუშავა, კორუფციულ რისკებს გამორიცხავს. ამ დრომდე დაფინანსება მერიის და გამგეობების ბიუჯეტიდან ხდებოდა.
ცვლილების თანახმად კი გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზევით, დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერია. კალაძემ დღეს 2018 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იქნება, რისთვისაც 62 მილიონი ლარია გამოყოფილი.