სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელები საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ.
მედიკოსების განცხადებით, მთავარი საკითხი საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის ირგვლივ განვითრებული მოვლენები იყო. მათივე თქმით, ისაუბრეს არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებზე და აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს სერიოზული გეგმები აქვთ. შეხვედრის ფარგლებში, მედიკოსებმა საელჩოს ასევე წარუდგინეს ოფიციალური განცხადება უკრაინის პრეზიდენტის სახელზე, სადაც ისინი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვენ.