ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ ტესტებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა. დიპლომატმა საგარეო უწყებისგან, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მიიღო ინფომრაცია და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით.
მსოფლიოში „კოვიდ 19“–ის დინამიურად გავრცელების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებულ მისიებს შორის ინფორმაციის გაცვლა სისტემატურად ხორციელდება.